|
2026-11-16 17:32:05, 271 ნახვა
ეკონომიკა
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
“სელფი მობაილი” აგრძელებს ქსელის განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ზემო სვანეთში განხორციელებული პროექტის ფარგლებში, “სელფი მობაილმა” რეგიონის მომსახურე ქსელის ინფრასტრუქტურა ოპტიკური კავშირით გააძლიერა. შედეგად, ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზარდა. ბოლო ერთ თვეში, “სელფი მობაილმა” ასევე მოახდინა 25 საბაზო სადგურის მოდერნიზაცია 6 სხვადასხვა რეგიონში. ოქტომბერსა და ნოემბერში კი ქსელს 7 ახალი მაკრო სადგური დაემატა. ზემო სვანეთში ჩატარებული სამუშაო ემსახურება მობილური ქსელის სტაბილურობისა და ხარისხის გაუმჯობესებას - ახალი ინფრასტრუქტურა მონაცემთა გადაცემის გაზრდილ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს და ქსელის მუშაობის საიმედოობას ზრდის. ქსელის მოდერნიზაციის ფარგლებში, “სელფი მობაილმა” ჯამში 25 საბაზო სადგური განაახლა: სამეგრელოში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში. ქსელის გაფართოების მიმართულებით, ოქტომბერ-ნოემბერში, 7 ახალი მაკრო საბაზო სადგური ამოქმედდა: გურიაში, აჭარაში, რაჭაში, იმერეთსა და სამეგრელოში. ეს ნიშნავს კიდევ უფრო ფართო დაფარვას და კავშირის გაუმჯობესებულ ხარისხს. 2026 წლის მეოთხე კვარტალში “სელფი მობაილმა” 6 ახალი მიკრო სადგურიც აამოქმედა თბილისში, მათ შორის: ვარკეთილის, თემქისა და ნავთლუღის ტერიტორიებზე. მიკრო სადგურები ხელს უწყობენ ქსელის გაძლიერებას კონკრეტულ ლოკაციებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა მაღალია. “სელფი მობაილი” განაგრძობს ქსელის განვითარებას როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონებსა და მაღალმთიან დასახლებებში. კომპანია ქსელის სიმძლავრეს, სტაბილურობასა და დაფარვას თანმიმდევრულად აუმჯობესებს, რათა მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, საიმედო კავშირი შესთავაზოს.
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს ფეისბუკში მიტროპოლიტ იობის გინების გამო
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ათობით კითხვა 2024-25 წლებში გამართულ აქციებზე გაუჩნდათ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



