|
2026-11-16 12:19:13, 728 ნახვა
ევროპის ამბები
საფრანგეთმა ფეიერვერკების გაყიდვასა და გამოყენებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა
საფრანგეთმა დროებით აკრძალა ფეიერვერკებისა და პიროტექნიკური მოწყობილობების გაყიდვა 27 ნოემბრამდე. დადგენილება გამოქვეყნდა საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ გაზეთში (Journal Officiel) 15 ნოემბერს. „პიროტექნიკური მოწყობილობებისა და ფეიერვერკების გაყიდვა და გამოყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია 27 ნოემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია გამოცემაში. შეზღუდვები ვრცელდება F2 და F3 კატეგორიის პიროტექნიკურ საშუალებებზე, რომელთა გაყიდვა ადრე თავისუფლად შეიძლებოდა ზრდასრულებისთვის. F4 კატეგორიის მოწყობილობები კვლავ შეზღუდულია პროფესიონალი პიროტექნიკოსებისთვის. ადრე მათი გაყიდვა დაშვებული იყო სპეციალიზებულ მაღაზიებში სპეციალური ნებართვით, ხოლო ქუჩებში გამოყენება აკრძალული იყო. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ამ კატეგორიის პიროტექნიკური მოწყობილობები აღარ გამოიყენება გართობისთვის, არამედ დაზიანებების მიყენებისთვის. საფრანგეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემონსტრაციების ჩატარების უფლება გარანტირებულია, მაგრამ ეს არ აძლევს მონაწილეებს სხვებისთვის ზიანის მიყენების უფლებას. არსებობს ინფორმაცია, რომ მომიტინგეები პიროტექნიკას იყენებენ იარაღად პოლიციისა და ჟანდარმების წინააღმდეგ. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები და სტუდენტებიც ზიანდებიან ასეთი მოწყობილობებით. მაგალითად, ნოემბრის დასაწყისში, ვალ-დ’უაზის დეპარტამენტში მსგავს ინციდენტებში დაშავდნენ მასწავლებელი, საგანმანათლებლო ასისტენტი, საშუალო სკოლის დირექტორი და კიდევ ერთი თანამშრომელი.
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს ფეისბუკში მიტროპოლიტ იობის გინების გამო
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ათობით კითხვა 2024-25 წლებში გამართულ აქციებზე გაუჩნდათ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



