15:27 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-15 13:29:52, 359 ნახვა

კულტურა
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი

49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი.

მისი ლექსები პირველად 1994 წელს დაიბეჭდა.

გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "ფოტო-აბები", "გველის წელიწადი",, "მუდმივი ტატუ", "ფრაქტალები", "ლოცვა აბსტრაქციად", „37“, „ავირეკლოთ“... თარგმანები: "სილვია პლათის ლექსები ქართულად", ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი", სილვია პლათის "ზარხუფი", უილიამ შექსპირის “ჰამლეტი” და სხვა. არის "საგურამოს", "ლიტერას" და "საბას" ლაურეატი. მისი ლექსები თარგმნილია და გამოცემულია სხვადასხვა ენაზე.

უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის და სინქრონული თარგმანის განყოფილების დასრულების შემდეგ, 2002-2004 წლებში ლელა სამნიაშვილი მიწვეული იყო მკვლევრად კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში; 2007 წელს მიიღო განათლების ფილოსოფოსის მაგისტრის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში, 2017 წელს კი - განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლელა სამნიაშვილის ბოლო წიგნი "ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს" 2026 წლის შემოდგომაზე გამოვიდა.️





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics