2026-11-15 07:00:04, 500 ნახვა
სპორტი
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო თავისუფალ ჭიდაობაში მან გამოცდილი ამერიკელი ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.
თავდაპირველად ლაზიშვილის გამოსვლა ტურნირზე დაგეგმილი არ ყოფილა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მან უმარ ნურმაგომედოვი ჩაანაცვლა, აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი თავდასხმის შემდეგ. ლაზიშვილი ასევე მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრია
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან