03:49 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-13 01:12:53, 426 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა სენატს, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონის 350 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსება და განაცხადა, რომ ეს თანხები აუცილებელია ქვეყნის სამხედრო უპირატესობის უზრუნველსაყოფად.

„მოვუწოდებ სენატის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს 350 მილიარდი დოლარის შერიგების კანონპროექტის განხილვა, რათა ჩვენმა მამაცმა ჯარისკაცებმა მიიღონ გადამწყვეტი უპირატესობა, რომელსაც იმსახურებენ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე.

„რესპუბლიკელებმა უნდა დაუჭირონ მხარი ჩვენს ჯარისკაცებს. დემოკრატები ამას არასდროს გააკეთებენ. დრო დადგა“, - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპის მოწოდება გასულ კვირას ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ გაკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატებმა მოიპოვეს კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე და იანვარში დაიწყებენ მუშაობას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics