21:46 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-12 21:17:03, 275 ნახვა

სხვადასხვა
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.

ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.

„აბუ-დაბის პოლიციამ დააკავა რვა პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში; ინციდენტს წინ უძღოდა მათ შორის არსებული უთანხმოება“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

Reuters-მა კომენტარისთვის მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს მიმართა.
„ცხადია, უსმანი შაბათ საღამოს ჩვენს ღონისძიებაზე არ იქნება... იმედი გვაქვს, რომ მერაბი იასპარეზებს. ის აქ ჩამოვიდა და RAF-ში ყოველთვის შესანიშნავ კონკურენტად გვევლინებოდა“, — განუცხადა ბრონშტეინმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მერაბ დვალიშვილი სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს იძლევა, რა დროსაც მას ზურგიდან უსმან ნურმაგომედოვი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი უახლოვდებიან.
როგორც ჩანს, ნურმაგომედოვმა დვალიშვილს სახეში დაარტყა, რასაც ორ ჯგუფს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics