14:10 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-08 13:56:25, 348 ნახვა

ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება

ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას დაავალებს პარტია „იაშადის“ ლიდერს, გადი აიზენკოტს. აიზენკოტს მანდატს ოფიციალურად გადასცემენ კვირას, 8 ნოემბერს, იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, თუმცა ჰერცოგის კანცელარიამუკვე განაცხადა ამის შესახებ.

აიზენკოტი არის „სახე“ პარტიული ბლოკისა, რომელიც მმართველი პარტია „ლიკუდისა“ და მისი ლიდერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპოზიციაშია. ქნესეთში (ისრაელის პარლამენტში) 27 სექტემბერს გამართულ არჩევნებზე მისმა ბლოკმა 48 ადგილი მოიპოვა - რითაც ოდნავ ჩამორჩა ნეთანიაჰუს ბლოკს.

პრეზიდენტმა ჰერცოგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო პარტიების ლიდერებთან და სხვა პოლიტიკოსებთან მრავალრიცხოვანი კონსულტაციების შემდეგ იმ საკითხზე, თუ ვინ სურთ მათ პრემიერ-მინისტრის პოსტზე. აიზენკოტმა 67 რეკომენდაცია მიიღო, ხოლო მოქმედმა პრემიერმა ნეთანიაჰუმ - 46, იუწყება Times of Israel.

მანდატის გადაცემის შემდეგ აიზენკოტს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე ექნება. საჭიროების შემთხვევაში, ეს პერიოდი შესაძლოა კიდევ 14 დღემდე ვადით გაგრძელდეს. იმ შემთხვევაში, თუ აიზენკოტი ამ დროის განმავლობაში ვერ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, მანდატი სხვა პოლიტიკოსს - სავარაუდოდ, ნეთანიაჰუს - გადაეცემა. თუ ამოცანას ვერც იგი გაუმკლავდება, პრეზიდენტი ქნესეთს დაითხოვს და ახალ არჩევნებს დანიშნავს.

მანდატის მიღება არ ნიშნავს, რომ აიზენკოტი ავტომატურად გახდება ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი. ბევრი რამ არის დამოკიდებული არაბული პარტიების მხარდაჭერაზე, რომლებმაც ქნესეთში პირველად მოიპოვეს 19 ადგილი.

27 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა (რისთვისაც 61 ხმაა საჭირო). მიმდინარე არჩევნები ასევე აღიქმებოდა როგორც რეფერენდუმი პრემიერ ნეთანიაჰუსა და მისი ულტრამემარჯვენე კოალიციის კურსის მიმართ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics