|
2026-11-06 14:32:46, 425 ნახვა
სამართალი
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა. სანდერს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა (სსსკ 225-ე მუხლი) და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებაში (სსსკ 317-ე მუხლი) ედებოდა, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. „დასრულდა 13 - თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულისწყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევე ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი. მაგალითად, 30 000 - ლარიანი ვალის გამო 4 წელს რომ მიუსჯი 2 შვილის დედას. გავსებულია ციხეები ბავშვებით, მოზრდილებით, ზრდასრულებით და ასაკოვანი ხალხით, 75 წლის ადამიანი გავიცანი უმძიმესი მდგომარეობით. მოკლედ, როგორც ქალთა, ისე კაცთა ციხეში ყველგან ადამიანის უფლებები ირღვევა“,- განაცხადა ნანა სანდერმა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)