16:24 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-06 15:00:28, 428 ნახვა

ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის

„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ [ALDE] რუსეთის მიერ ქართული ოპოზიციური პარტიის „დროას“ „რასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებას ეხმაურება.

ALDE „დროას“ მხარდაჭერას უცხადებს. მისი შეფასებით, “დროა“ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის.

„ჩვენი წევრი ქართული პარტია “დროა” რუსეთმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა იმის გამო, რომ ის იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის.

გასულ წელს იგივე სტატუსი მიენიჭათ ALDE Party-სა და LYMEC-საც.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ პარტია „დროას“ და ყველას გვერდით, ვინც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის!“ - ვკითხულობთ ALDE-ს განცხადებაში.

რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics