|
2016-04-11 13:46:53, 453 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე NDI-ს კვლევაზე: ანტიდასავლური ნარატივის დაძლევას შევძლებთ
„ჩვენ შევძელებთ იმ ანტიდასავლური ნარატივის დაძლევას, რომელიც სწორედ გარკვეულწილად ცდილობს იმ ნიჰილიზმის დსამკვიდრებას, რაც კავშირში შეიძლება იყოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან“, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 77% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო 68% - ნატოში. ამასთან მოსახლეობის 14% პროდასავლურ კურსს უპირობოდ უჭერს მხარს, ხოლო საზოგადოების 52% ასევე პროდასავლური კურსის მომხრეა, თუმცა ასევე მხარს უჭერს იმას, რომ საქართველომ რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხო და სტაბილური განვითარების საწყისი სწორედ ევროპულ არჩევანშია. „ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით სისტემატურად ვახორციელებთ კვლევებს და შესაბამის ანალიზს. ეს ჩვენი აპარატის როგორც სტრატეგიულ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი უწყების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. შესაბამისად, ჩვენ იმ ტენდენციებს, რომელიც უკავშირდება მზარდ მხარდაჭერას, რაც ვფიქრობ განპირობებულია სახელმწიფოს მიერ რეფორმების შედეგად მიღწეული წარამეტებით. ვფიქრობ, რომ აი ამ მიმართულებით აქტიური მუშაობით ჩვენ შევძლებთ იმ ანტიდასავლური ნარატივის დაძლევას, რომელიც სწორედ გარკვეულწილად ცდილობს იმ ნიჰილიზმის დამკვიდრებას, რაც შეიძლება კავშირში იყოს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და გარკვეული საფრთხის წარმოჩენას ამ გზიდან. სწორედ საქართველოს უსაფრთხო სტაბილური განვითარების საწყისი არის ჩვენს ევროპულ არჩევანში. ეს საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობით არის მხარდაჭერილი და შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა გაგრძელდება და იქნება. დარწმუნებული ვარ, ისეთივე წარმატებული, რაც განაპირობებს საზოგადოების მზარდ მხარდაჭერას“, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა რომ ევროპული ინტეგრაცია არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საზოგადოების უმრაველოსბა უჭერს მხარს: „ეს არის ის პრიორიტეტი, რომელშიც საქართველოს მთავრობა წარმატებულია და დარწმუნებული ვარ იმ შედეგით რომელსაც ზაფხულში ველით ეს კიდევ უფრო გამყარდება“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)