17:18 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-02 16:12:18, 317 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას

ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, -  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით,  თუ ადამიანები მოინანიებენ, აღარებენ, ამ შემთხვევაში დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორე მხრივ, ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს.

„მივესალმები მონანიებას, აღიარებას. ამ შემთხვევაში ჩვენი დაპირება არის, ბუნებრივია, ძალაში.  ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ჩემთვის ეს მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენი მიზანი და თვითმიზანი არის სამართლის უზენაესობის აღსრულება. შესაბამისად, თუ ადამიანები მოინანიებენ, აღარებენ, ამ შემთხვევაში დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორე მხრივ, ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს. ეს არის ჩვენი მოწოდება.", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics