18:44 - 17 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-17 16:01:23, 326 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე – გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც

გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული სხდომების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა.

„იცით, პროცესები რაც იყო, არიან ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა. ამაზე იყო საუბარი. ჩვენთვის, ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როცა ასე ვითარდება პროცესები. გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვების ან შესაძლო შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

„ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და თავისი საკუთარი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
საბერძნეთი განიხილავს ლიეტუვაში კრემლის ორი კრიტიკოსის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის ექსტრადირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics