19:13 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-09 18:10:51, 262 ნახვა

ევროპის ამბები
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა

მონტენეგროს სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო ქსელ „რიბარის“ ხელმძღვანელი, მიხაილ ზვინჩუკი და მისი თანამზრახველები დააკავეს თანამედროვე ციფრული აღჭურვილობის, დრონების, ელექტრონული მოწყობილობებისა და ტელეფონების ფლობით.

 ამის შესახებ „ვიჯესტს“ მონტენეგროს სამართალდამცავი ორგანოების წყაროებმა განუცხადეს.

ზვინჩუკის, მისი მეუღლისა და თანამზრახველების რისანში დაკავებისას მათ „დრონები, დახვეწილი ციფრული აღჭურვილობა და ელექტრონული მოწყობილობები“ აღმოაჩნდათ.

ამჟამად, დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს და კოტორის ყურის ტერიტორიაზე მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ ტივატის უსაფრთხოების დირექტორატის თანამშრომლები ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან (ANB) თანამშრომლობით.

როგორც „ვიჯესტი“ იტყობინება, მონტენეგროს პოლიცია და ANB ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით ზომებს მიიღებენ.

დღეს დილით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია „რიბარის“ ქსელის სავარაუდო ჰიბრიდულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარდა, რომელსაც ბრიტანეთის და ამერიკის ხელისუფლება კრემლის პროპაგანდასა და უცხოური საინფორმაციო გავლენის ოპერაციებს უკავშირებს.

იმავე ინფორმაციის თანახმად, მონტენეგროს სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია ამ ქსელის წევრების ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ და მათი ყოფნა რამდენიმე დღის განმავლობაში კონტროლდებოდა.

სავარაუდოდ, ვიზიტის მიზანი იყო დოკუმენტური ფილმის გადაღება მონტენეგროს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

უსაფრთხოების სექტორის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დაგეგმილი შინაარსი მიზნად ისახავდა ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკურად დაწესებულ პროცესად წარმოჩენას, რომელსაც უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა ტურიზმზე, ეკონომიკურ სტაბილურობასა და მონტენეგროს ეროვნულ ინტერესებზე.

როგორც ცნობილია, 9 ოქტომბრის დილით, მონტენეგროში დააკავეს რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო ქსელის „რიბარის“ ხელმძღვანელი, მიხაილ ზვინჩუკი, მის მეუღლესთან, თანამშრომელ ვალერია ზვინჩუკთან და კიდევ სამ პირთან ერთად.

ზვინჩუკი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის აშშ-ის საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ მავნე გავლენის ოპერაციებში ჩართული პირების სიაში შეიყვანა.

სახელმწიფო დეპარტამენტი, თავისი „ჯილდო სამართლიანობისთვის“ პროგრამის ფარგლებში, 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ჩართული უცხოური სუბიექტების იდენტიფიცირებას ან ადგილსამყოფელის დადგენას, მათ შორის „რაიბარის“ სავარაუდო თანამზრახველებს, ან ასეთი საქმიანობის პრევენციას.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics