17:43 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 16:34:02, 253 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა

"ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა" - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ

იგი დამაჯერებლად აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება არა რაიმე საკითხის შესწავლით, არამედ პოლიტიკური მიზნებით.

„ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილა ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას.

მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, ორი უკურნებელი სენი სჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა თუ არა მიხეილ სააკაშვლმა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რეზოლუციები იმ ფურცლის ფასიც კი არ არის, რაზეც ის იბეჭდება. 720-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ ოცამდე ადამიანი როცა ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხოლმე, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანია. პოლიტიკური მიზანია, მათ შორის, აგერ ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება, კონკრეტულად სიპერის, თუ შიფერის, უკაცრავად. არათუ ფაშისტური გამონათქვამია, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები თუ არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლები ახალისებენ ქსენოფობიას, ახალისებენ ექსტრემიზმსა და ფაშიზმს, არამედ პირდაპირ გამოთქვა კიდეც, თურმე „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები დაიხოცებიან. სიკვდილის მუქარა ახალია ევროპარლამენტის ისტორიაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics