02:10 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 10:53:14, 810 ნახვა

სამართალი
შსს მიშო სულუხიას წარსულში ნასამართლეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი ჩხრეკის მიზეზი იყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომღერალ მიშო სულუხიას დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს - უწყება განმარტავს, რომ ის ლისის მიმდებარედ, ტყის მასივში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა, პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

შსს-ს ცნობით, გაქცევამდე ძირს დააგდო ტელეფონი, რომელიც დადგენილი წესით დაილუქა. 

წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, - აცხადებენ შშს-ში.

გუშინ მომღერალი მიშო სულუხია წერდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები, რომლებიც მას პოლიციელებდ გაეცნენ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომღერლის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც ტელეფონი წაართვეს და გაუტეხეს, ნახა როგორ ამზადებდა აღნიშნული ჯგუფი " შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს".

სულუხიას განცხადებით, ამის შემდეგ მან ადგილიდან გაქცევა მოახერხა, ტაქსის მძღოლი კი, რომლის ავტომობილითაც გადაადგილდებოდა, სავარაუდო პოლიცილებმა დააკავეს





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics