01:44 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 00:05:13, 311 ნახვა

პოლიტიკა
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს. -  ევროპარლამენტარმა მალგორჟატა გოშევსკამ “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების თაობაზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს.

მან ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ინსტიტუტები და სასამართლო სისტემა, დევნის ოპოზიციას და სურს, კანონგარეშედ გამოაცხადოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.

ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა.

ამ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც იბრძოდა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას.

დღეს ის იმ ადამიანების მიერაა დაპატიმრებული, რომლებსაც სურთ, საქართველო ევროპულ გზას ჩამოაშორონ“. - განაცხადა,  მალგორჟატა გოშევსკამ

საქართველოზე დებატი, - რომელიც უშუალოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას შეეხება, - 7 ოქტომბერს ევროპარლამენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო.

დებატებს 8 ოქტომბერს მოჰყვება რეზოლუციის კენჭისყრა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics