2026-10-06 15:12:14, 338 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ინდოეთის პოლიციამ ოპოზიციური პოლიტიკოსები, მათ შორის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ლიდერი რაჰულ განდი და მისი და, პარტიის გენერალური მდივანი პრიანკა განდი ვადარა, დააკავა ქვეყნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის დროს, იტყობინება NDTV.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქვეყნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიანეშ კუმარის წინააღმდეგ მსვლელობა მოაწყვეს, მას ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ და მისი გადადგომა მოითხოვენ. ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან