22:55 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 21:59:08, 252 ნახვა

პოლიტიკა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა | ამის შესახებ განცხადება კახეთის რეგიონის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, იზა ბექაურმა გააკეთა. მის მიმართვას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

მისი თქმით, ორგანიზაცია 2014 წლიდან ფუნქციონირებდა და 150-ზე მეტი მოსწავლე განათლებას უსასყიდლოდ იღებდა 

 „დღეს დილით მერიიდან მომივიდა წერილი, რომ დავტოვოთ ეს შენობა... იძულებული ვართ შენობიდან გავიტანოთ ინვენტარი და დავცალოთ შენობა“ | თქვა მან 

ორგანიზაცია პანკისის ხეობაში მუშაობის შეჩერების მიზეზად “ქართული ოცნების” რეპრესიულ კანონებს ასახელებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანი იმედაშვილის ინფორმაციით, მათი საგანმანათლებლო პროგრამები ეხმარებოდა პანკისის ხეობის 17 სოფლის მოსახლეობას, ქისტებს, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს, ნატურალიზებულ ლტოლვილებს, აჭარელ ეკომიგრანტებსა და ფშავლების თემის მოსახლეობას – ჯამში, 6000-მდე ადამიანს. ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (120-მდე სოფელი, თუშეთის ჩათვლით, 30 000-მდე ადამიანი) და პერიოდულად, მეზობელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობასაც.

“მოკლედ რომ გითხრათ, ასევე, რა იხურება მხოლოდ პანკისში და ახმეტაში:

  • აბიტურიენტების მოსამზადებელი უფასო კურსები უმაღლესი განათლების მისაღებად (ქართული, გეოგრაფია, ისტორია, ინგლისური და სხვა);
  • თემატური საგნები ბავშვებისათვის (პერიოდულობით: ქართული, ისტორია, გეოგრაფია, დაწყებითების სწავლება);
  • ათობით ტრენინგი, სემინარი სამოქალაქო განათლების მიმართულებით;
  • ათობით შეხვედრა საინტერესო მომხსენებლებთან: მწერლებთან, პოეტებთან, სპორტსმენებთან, მსახიობებთან, ფოტოგრაფებთან, დიპლომატებთან, საჯარო მოხელეებთან…
  • თიხის თერაპიის კურსი ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის;
  • ჭრა-კერვის და ხალხური რეწვის კურსი ქალებისთვის;
  • ქსოვის, ქარგვის კურსი ქალებისთვის;
  • ცეკვის კურსი ბავშვებისთვის;
  • პერიოდული საგანმანათლებლო ღონისძიებები, ფესტივალები;
  • სერტიფიცირებული ექთნის კურსი გოგოებისთვის;
  • ბიბლიოთეკები;
  • ტექნიკით და სხვა მატერიალებით აღჭურვილი ახალგაზრდული სივრცეები;
  • ქალთა ოთახი (უხუცესი ქალების);
  • საგანმანათლებლო ბანაკები მოზარდებისთვის;
  • ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი;
  • უფასო სამართლებრივი დახმარება ლტოლვილებისთვის და სოც. დაუცველებისთვის;
  • საგრანტო დაფინანსება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის;
  • საგრანტო დაფინანსება ტურიზმის ხელშეწყობისთვის;
  • საგრანტო დაფინანსება საზოგადოებრივი პროექტებისთვის;
  • საგრანტო დაფინანსება მეწარმეებისთვის;
  • საგრანტო დაფინანსება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის;
  • დასაქმების ხელშეწყობის და უნარების განვითარების ხელშემწყობი პროექტები;




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics