|
2026-09-28 16:01:34, 267 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
Farizon Center Tegeta-მ, რომელიც საქართველოში პირველი სრულად ელექტრული კომერციული სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილების ოფიციალური დილერია, „თეგეტა მოტორსის“ ულტრათანამედროვე გეზის ფილიალში სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა. ხუთი დღის განმავლობაში ტრენინგებს ჩინეთიდან მოწვეული Farizon-ის სპეციალისტები უძღვებოდნენ. პროგრამაში 20-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის იყვნენ სომხეთის Farizon-ის გუნდის წარმომადგენლები. Farizon-ის სპეციალისტები საქართველოში „თეგეტას“ ინიციატივით ჩამოვიდნენ. ვიზიტის მიზანი კომპანიის ტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლება და ბრენდის გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება იყო. ტრენინგის მონაწილეები ბრენდის კომერციული ელექტრომობილების ტექნიკური მომსახურების სპეციფიკასა და შესაბამის სტანდარტებს გაეცნენ. პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიღებული ცოდნა უშუალოდ ავტომობილების სერვისის პროცესში გამოეყენებინათ.
გიორგი შაქარაშვილი, Farizon Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: „Farizon-ის ბრენდის შემოყვანა და განვითარება საქართველოში ჩვენთვის მხოლოდ ავტომობილების გაყიდვით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს გაყიდვის შემდეგაც შევთავაზოთ ბრენდის სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ტექნიკოსების კვალიფიკაცია უშუალოდ Farizon-ის სპეციალისტების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით აგვემაღლებინა. გვინდა, მზად ვიყოთ როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე მსხვილი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ავტოპარკში ათეულობით, ასეულობით ან უფრო მეტი კომერციული ავტომობილის მიწოდება და მართვა სჭირდებათ. განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა დისტრიბუცია, საცალო გაყიდვები და ჰიპერმარკეტების ქსელები, კვებისა და სამედიცინო სფეროები – მათთვის ავტომობილის გაჩერება ყოველდღიურ ოპერაციებზე პირდაპირ აისახება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საგარანტიო და ტექნიკური მომსახურება სწრაფად, ხარისხიანად და ბრენდის სტანდარტების დაცვით წარიმართოს“. ტექნიკური ვორქშოპისთვის „თეგეტა მოტორსის“ უახლესი გეზის ფილიალი შეირჩა, როგორც კომერციული ტრანსპორტის მომსახურებისა და პრაქტიკული სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სივრცე. სწორედ ამ სივრცეში, Farizon-ის ავტომობილის შეძენასთან ერთად, მომხმარებლებს მისი შემდგომი ტექნიკური მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ფილიალი კომერციული და სატვირთო ტრანსპორტისთვის შესაბამისი, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც, მაღალკვალიფიციურ ტექნიკურ გუნდთან ერთად, Farizon-ის მომხმარებლებისთვის გაყიდვის შემდგომი მომსახურების სრულფასოვანი სერვისის უზრუნველყოფას ემსახურება.
ჟივეი იანგი, Farizon-ის გაყიდვების შემდგომი ტექნიკური მომსახურების მენეჯერი: „Farizon არის მსოფლიოში ცნობილი ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციული ავტომობილების ბრენდი. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოს ბაზარს და ასევე დიდ ნდობას ვუცხადებთ Tegeta Holding-ს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ძლიერი პოზიციები და დიდი განვითარების პოტენციალი აქვს. ჩვენთვის გაყიდვების შემდგომი მომსახურების ტრენინგი ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მისი მიზანია პროფესიონალი და კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მომზადება. შემდგომ ეტაპზე, ადგილობრივ ტრენინგებთან ერთად, ჩინეთშიც განვახორციელებთ სხვადასხვა სასწავლო პროგრამას, რათა მუდმივად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორების ცოდნა, შესაძლებლობები და პროფესიული კომპეტენციები“. Farizon, რომელიც Geely Holding-ის შემადგენლობაშია, სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის სპეციალიზებულ მოდელებს აერთიანებს, მათ შორისაა Farizon SV, Farizon V6E, Farizon F1E და Farizon F3E. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ტვირთამწეობითა და ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილით განსხვავდებიან. კომერციული ელექტროტრანსპორტი ბიზნესებს საწვავის, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას აძლევს, რაც, საბოლოოდ, ავტომობილის ფლობის ჯამურ ღირებულებაზეც აისახება.
ანდრო ხვიტია, უფროსი კომერციული ანალიტიკოსი: „Farizon-ის კომერციული ელექტრომობილები ბიზნესისთვის ფლიტის მენეჯმენტის უფრო ეფექტიანი გადაწყვეტის კუთხით საინტერესო პროდუქტია, რადგან ისინი ფლობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებენ. მეორე მხრივ, როდესაც კომპანიას ათეულობით ან ასეულობით ავტომობილი ჰყავს, გადამწყვეტია, რამდენად ეფექტიანად შეძლებს ის ავტოპარკის მართვას, ტექნიკური მომსახურების დაგეგმვასა და ტრანსპორტის მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში გამოყენებას. ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის სერვისი სწორედ ამ პროცესის ერთიანად მართვას ემსახურება – ავტომობილის შერჩევიდან მის მოვლა-პატრონობამდე. ამ პროცესის ხარისხიანად მართვისთვის კი შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ტექნიკური გუნდია საჭირო. Farizon-იდან მოწვეული სპეციალისტების ტრენინგები სწორედ ამ შესაძლებლობის გაძლიერებას ემსახურება“. ბრენდი „თეგეტას“ პორტფელს 2026 წლის დასაწყისში დაემატა და მსხვილი ბიზნესებისგან ინტერესი მალევე გამოიწვია. ამის ერთ-ერთი მაგალითია სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისთან“ საოპერაციო ლიზინგის კუთხით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიას 10 ერთეული Farizon გადაეცა. ავტომობილის შერჩევასა და მიწოდებასთან ერთად, „თეგეტა“ ბიზნესებს ფლიტ მენეჯმენტის მომსახურებასაც სთავაზობს. ეს მოდელი მოიცავს ავტოპარკის ოპერირებისთვის საჭირო პროცესების სრულად მართვას, მათ შორის ბრენდის სტანდარტების შესაბამის ტექნიკურ და საგარანტიო მომსახურებას, მონიტორინგსა და სხვა სერვისებს, რასაც სწორედ Farizon-ის სპეციალისტებისგან დატრენინგებული მაღალკვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)