10:38 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-28 09:47:30, 385 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტემ ისრაელი ჰამასის 2023 წელს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტის დაზვერვის უფროსმა აბას კამელმა მესამედ გააფრთხილა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორიდან თავდასხმის გარდაუვალობის შესახებ, იტყობინება The Wall Street Journal.

„ეს 2023 წლის ოქტომბერი იყო და ისრაელმა უგულებელყო ეგვიპტის ორი გაფრთხილება ღაზას სექტორიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ. კამელმა მესამედ დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რათა გაეფრთხილებინა საფრთხის შესახებ“, - განუცხადეს გამოცემას არაბული მთავრობის ინფორმირებულმა წყაროებმა.

წყაროებმა დააზუსტეს, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ პირველად 2023 წლის ივნისში გააფრთხილა ისრაელი ღაზას სექტორში არასტაბილური ვითარების შესახებ და ურჩია ჰამასთან მოლაპარაკებების განახლება.

სექტემბერში კამელი ისრაელში გაფრინდა და გააფრთხილა, რომ „ღაზაში არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა და შეიძლება ყველასთვის კატასტროფად გადაიქცეს“, - აღნიშნეს წყაროებმა.

მათი თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ უგულებელყო გაფრთხილებები და განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ეგვიპტელები ისრაელს თავდასხმამდე 48 საათით ადრე აფრთხილებდნენ“.

გარდა ამისა, გაზეთის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა, ასევე დაურეკა ნეთანიაჰუს, რათა გაეფრთხილებინა იგი ჰამასის მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ.

ადრე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უჩივლებს Haaretz-ს სტატიის გამო, რომელშიც ნათქვამია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერებმა პირადად გააფრთხილეს იგი ჰამასის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ 2023 წლის 7 ოქტომბრამდე ცოტა ხნით ადრე.

„პრემიერ-მინისტრმა დაავალა თავის ადვოკატებს, შეიტანონ სარჩელი ცილისწამების შესახებ Haaretz-ის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

მან გამოცემის პუბლიკაციას ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ მასსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს შორის 2023 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 7 ოქტომბრამდე არანაირი საუბარი არ მომხდარა. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ Haaretz-ის სტატია „მემარცხენე საარჩევნო კამპანიის ნაწილი“ იყო და რომ „კიდევ ბევრი მსგავსი ცრუ ბრალდება მოჰყვება“.

ერთი დღით ადრე, Haaretz-მა ჟურნალისტების შლომი ელდარისა და რუთ იუვალის მიერ დაწერილი წიგნიდან ინფორმაციის მოშველიებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2023 წლის სექტემბრის ბოლოს ნეთანიაჰუმ 45-წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერთან, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან. შემდეგ არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტმა გააფრთხილა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომ ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან მოქმედებებს გეგმავდა. ამავდროულად, როგორც გამოცემა იტყობინება, ნეთანიაჰუმ, თავის მხრივ, დაარწმუნა, რომ ისრაელი აკონტროლებს სიტუაციას ღაზაში და რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ჰამასი გადადგამს, სავარაუდოდ, დასავლეთ სანაპიროზე იქნება. ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელი „მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის“. Haaretz-ის ცნობით, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნეთანიაჰუმ არ აცნობა ისრაელის უსაფრთხოების ხელმძღვანელობას არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ და „არაფერი გააკეთა მასთან დაკავშირებით“.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა თავს დაესხა ისრაელს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ოპერაცია წამოიწყეს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
i24NEWS: ნეთანიაჰუმ ერდოღანის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საქმის მომზადება ბრძანა
ეგვიპტემ ისრაელი ჰამასის 2023 წელს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics