|
2026-09-24 16:38:37, 264 ნახვა
საზოგადოება
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი
საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი გორში, ფესტივალ კამარას გადადებას გამოეხმაურა, რომლის ფარგლებში Kordz-ის კონცერტი უნდა გამართულიყო. ისინი მუსიკოსს სოლიდარობას უცხადებენ და წერენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. "ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება არ არის პოლიტიკური პრივილეგია, ეს ფუნდამენტური უფლებაა! ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მხრიდან მუსიკოს Kordz-ის (ალექსანდრე კორძაია) მისამართით გაჟღერებულ უხეშ ბრალდებებსა და თავდასხმას, რასაც გორში დაგეგმილი კონცერტის გაუქმება მოჰყვა. ჩვენთვის, როგორც პროფესიული გაერთიანებისთვის, განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების თანაარსებობა ფუნდამენტური პრინციპია. ჩვენს რიგებში ნებისმიერი მუსიკოსი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. თუმცა, როცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ იერიშს ახორციელებენ ხელოვანზე მისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, ეს დებატებს სცილდება და ცენზურის ინსტრუმენტად იქცევა. Kordz ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც ცდება ადგილობრივ მასშტაბებს. სამწუხარო და დამანგრეველი იქნება, თუ პოლიტიკური ზეწოლის გამო ასეთ მუსიკოსებს ჩაუხშობენ სურვილს, საკუთარ სამშობლოში დაგვასაჩუქრონ თავიანთი შემოქმედებით. გამოხატვის თავისუფლება უზენაესია! ხელოვანს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია. არა პოლიტიკურ დევნას! დაუშვებელია სახელისუფლებო რესურსისა და რიტორიკის გამოყენება მუსიკოსების შესავიწროებლად თუ კონცერტების ჩასაშლელად. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ Kordz-სა და ყველა იმ მუსიკოსს, ვინც საკუთარი პოზიციის გამო წნეხის ქვეშ ექცევა. ხელოვნება ვერ იარსებებს ცენზურისა და შიშის გარემოში". - წერს კავშირი. ცნობისთვის, 26 სექტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი კამარა, რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა დანიის კულტურის ინსტიტუტმა დაწერა და გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა. ფესტივალი მუსიკოს KORDZ-ს უნდა დაეხურა. "მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ.
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია დააანონსა
გენერალურ პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა შედგა
24-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)