|
2026-09-24 14:37:49, 244 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
ევროკავშირის წარმომადგენლობა "სინანულს გამოთქვამს" გორში ფესტივალ "კამარას" გადადების გამო. ფესტივალი 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი და ის მუსიკოს Kordz-ის უნდა დაეხურა. ''სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "კრეატიული კომპასი საქართველოს" ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი "კამარა" ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს. 30 წელია ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში - ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვნებასა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპე ლ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკვაშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა" - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ცნობისთვის, 26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი "კამარა", რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა "დანიის კულტურის ინსტიტუტმა" დაწერა და გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა. ფესტივალი მუსიკოსს KORDZ-ს უნდა დაეხურა. "მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, "ოცნების" წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ.
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)