2026-09-23 09:50:02, 282 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი: ირანის დაბომბვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას არ გამოიწვევს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ირანის დაბომბვა ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას არ გამოიწვევს.
„მე არ მჯერა, რომ ქვეყნის დაბომბვით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. ჩემთვის ეს საუკეთესო ვარიანტი არ არის, რადგან ის არ მუშაობს. და ჩვენ ეს შეცდომა ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენჯერმე დავუშვით“, - განაცხადა მაკრონმა ამერიკულ ტელეარხ ABC-თან ინტერვიუში.
მან ასევე უწოდა „ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, რომ ირანმა არ შეიძინოს ბირთვული იარაღი.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან