20:38 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-22 19:48:33, 255 ნახვა

პოლიტიკა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

ანი ნადარეიშვილი, რომელიც პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიას ცოლია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა. მისი თქმით, შეთავაზება მიიღო პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც ამ პარტიის ლიდერი და ყოფილი თავმჯდომარეა.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა კარიერის, თანამდებობის ან პირადი ინტერესების გამო. მე არ ვეძებ ძალაუფლებას და არც პოლიტიკური სტატუსი ყოფილა ოდესმე ჩემი მიზანი.

ამ გადაწყვეტილების უკან დგას მხოლოდ ერთი მოტივი - საქართველოს სიყვარული და პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნის წინაშე“, - ასე ახსნა ნადარეიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება უახლესი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ კონტექსტში ახსენა მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე პატიმრობაშია:

 

განსაკუთრებით მინდა დავწერო რამდენიმე სიტყვა ლევან ხაბეიშვილზე. ბოლო წლების განმავლობაში მან არაერთხელ აჩვენა სიმტკიცე, თავდადება და საკუთარი პრინციპების ერთგულება. ჩემთვის და მრავალი ადამიანისთვის ის არის ადამიანი, რომელმაც რთულ ვითარებაშიც არ დაკარგა ბრძოლისთვის საჭირო ძალა და რწმენა. სწორედ ამიტომ არის ის ჩვენთვის ძვირფასი — არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც მეგობარი, თანამებრძოლი და ღირსეული ადამიანი.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა კარიერის, თანამდებობის ან პირადი ინტერესების გამო. მე არ ვეძებ ძალაუფლებას და არც პოლიტიკური სტატუსი ყოფილა ოდესმე ჩემი მიზანი.

ამ გადაწყვეტილების უკან დგას მხოლოდ ერთი მოტივი — საქართველოს სიყვარული და პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნის წინაშე.

ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ბრძოლაში გავატარე — სიმართლისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. ამიტომაც დღესაც საკუთარ თავს პოლიტიკოსად კი არა, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქედ, პატრიოტად და მებრძოლად მივიჩნევ, რომელსაც არ შეუძლია გულგრილად უყუროს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

ამ პარტიის ისტორიას უკავშირდება საქართველოს უახლესი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რეფორმა და გარდაქმნა. მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომლის სახელთანაც მრავალი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ცვლილება და ქვეყნის აღმშენებლობა ასოცირდება.

ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთი ვალდებულება და კიდევ ერთი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელსაც სამშობლოს მსახურება ჰქვია.

მჯერა საქართველოსი!

მჯერა ქართველი ხალხის!

და მჯერა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალი ჯერ კიდევ წინ არის" | წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics