18:53 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-20 14:38:51, 619 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში 20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში დ მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ქ. ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას.

მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება.

„ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა. ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს. ასევე, სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ 19-20 სექტემბერს ქობულეთის სადგურზე 134.5 მმ, კოხის (ქობულეთი) – 58.5 მმ, მტირალას ეროვნული პარკის - 93 მმ, ხოლო სინდიეთის (ხელვაჩაური) სადგურზე 50.8 მმ შეადგინა. გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს. ინფორმაცია და გაფრთხილებები მოსალოდნელი ამინდისა და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შესახებ შესაძლებელია იხილოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადრეული გაფრთხილების მობილურ პლატფორმაზე: METEO.GOV.GE „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics