|
2026-09-18 19:15:52, 526 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერება. „საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ხელი მოეწერა ოქმს საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ნაურუმ ადრე ოფიციალურად გამოაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, წყნარი ოკეანის ამ სახელმწიფომ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ხელისუფლებასთან. ნაურუ გაეროს იმ მცირერიცხოვან წევრ სახელმწიფოებს შორის იყო, რომელმაც რუსეთის მაგალითს მიჰყვა და 2008 წლის შემდეგ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად, რუსეთთან ერთად, ამ ქვეყნებს შორის არიან ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია. წყნარი ოკეანის კიდევ ორმა კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ვანუატუმ და ტუვალუმ, ასევე ადრე გამოაცხადეს აღიარების გაუქმების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)