|
2026-09-17 21:31:40, 7408 ნახვა
სხვადასხვა
ბოლტი: 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება
18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება ნათქვამია ბოლტის განცხადებაში. "18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება (ცვლილება არ ეხება მინიმალურ ტარიფებს). ვიცით, რამდენი შრომა, დრო და პასუხისმგებლობა დგას თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკან. საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდა, სხვა ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, პარტნიორი მძღოლების შემოსავალზეც აისახება. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მონაცემებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს თქვენი შემოსავლის მხარდაჭერისთვის აუცილებელი ნაბიჯია. პარტნიორი მძღოლების ღირსეულ შემოსავალზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და მომავალშიც ასე დარჩება. მადლობა ნდობისთვის, ყოველდღიური შრომისთვის და იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ქალაქს გადაადგილებაში ეხმარებით. გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობებსა და შემოსავლიან სამუშაო დღეებს. " - ნათქვამია "ბოლტის" განცხადებაში. Bolt (ბოლტი) — ეს არის წამყვანი ევროპული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს გადაადგილებისა და მიტანის სხვადასხვა სერვისს. საქართველოში (განსაკუთრებით თბილისში, ბათუმსა და სხვა დიდ ქალაქებში) ბოლტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. კომპანია მუშაობს საქართველოს 10-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. საშუალო ფასები თბილისში ცვლილებამდე ასე გამოიყურებოდა:
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)