|
2026-09-16 14:39:00, 2847 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა საქართველოს სახალხო არტისტის თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები გაყინა. SHOT-ის ცნობით, მას 141 000 რუბლის (დაახლოებით 1700 აშშ დოლარის) ოდენობის ვალი დაუგროვდა. 64 წლის ასევე რუსეთის სახალხო არტისტის კომპანია „თამარა გვერდწითელის სტუდია“ 2000 წელს დარეგისტრირდა. გამოცემა იუწყება, რომ ამ შპს-ს მეშვეობით მომღერალი კონტრაქტებს დებდა და საშემსრულებლო ხელოვნების მომსახურებას ახორციელებდა. წლების განმავლობაში კომპანიამ გვერდწითელის წარმოდგენებზე ცხრა კონტრაქტი გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 4.3 მილიონ რუბლს შეადგენს. ბოლო ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა. „2018 წლის ზაფხულში თამარა გვერდწითელმა დარეგისტრირდა, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და მთლიანად მიატოვა თავისი შპს, შეწყვიტა ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და საგადასახადო დეკლარაციების შევსება. შედეგად, მან 141,000 რუბლის ოდენობის ვალი დააგროვა, რომლის დაფარვაც მომღერალს უკვე ორი წელია არ შეუძლია. „2026 წელს აღმასრულებლებმა დაიწყეს აღსრულების წარმოება, ხოლო ივლისში ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა შეაჩერა კომპანიის ანგარიშებზე ყველა ტრანზაქცია“, - იუწყება SHOT. თამარა გვერდწითელმა რუსეთი 2022 წლის დასაწყისში დატოვა და ყველა კონცერტი გააუქმა. არტისტის ძირითადი საცხოვრებელი ადგილია თბილისი. ის პერიოდულად გამოდის საქართველოში, შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.
PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



