|
2026-09-16 13:27:36, 224 ნახვა
საზოგადოება
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის საინტერესო და საჭირო პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. ამ ბლოგში სწორედ ერთ-ერთ ასეთი პროექტზე STEM სკოლაზე ვისაუბრებთ, რომელიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია. STEM სკოლა მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს, მთელი საქართველოდან, აძლევს შესაძლებლობას, უნიკალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთონ, რომელიც ტრადიციული გაკვეთილებისგან საკმაოდ განსხვავდება.
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული სასწავლო მოდელიც.
თეორიიდან პრაქტიკამდე
STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მეთოდოლოგია პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას (Project-Based Learning) ეფუძნება, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ცოდნა რეალური პრობლემების გადაჭრას მოახმარონ. სასწავლო პროგრამა, რომელიც სპეციალურად ამ სკოლისთვის შეიქმნა, ორი ოთხთვიანი მოდულისგან შედგება. როგორც საინჟინრო ფიზიკის დოქტორი და მოდულების ავტორი, მარეხი მაზანაშვილი განმარტავს, პროცესი ეტაპობრივად რთულდება:
„პირველ მოდულში სწავლა მთლიანად ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები ვირტუალურ გარემოში სწავლობენ მიკროკონტროლერის დაპროგრამებას, სხვადასხვა სენსორების მუშაობის პრინციპს… მეორე მოდული უკვე რეალური კომპონენტების ჩართულობით მიმდინარეობს – გვიზიარებს მარეხი მაზანაშვილი.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ თეორიულად ითვისებენ მასალას, არამედ პრაქტიკულადაც ქმნიან საკუთარ პროექტებს.
„მოლოდინი მაქვს, რომ პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება – მოიცავს მეტ რეგიონს, მეტ მოსწავლეს. ვრწმუნდები, რომ კომაროვისა და საქართველოს ბანკის STEM სკოლის პროექტი გახდება ეროვნული საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას მომავალი თაობისთვის –ამბობს ნინო ხიხაძე, STEM სკოლის მასწავლებელი.
გარემო, რომელიც პოტენციალს ავლენს STEM სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შექმნას გარემო, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდები საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებენ. სრულად დისტანციური ფორმატი და საქართველოს ბანკის სტიპენდია საუკეთესო მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს, რომ ხარისხიანი STEM განათლება მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
„ნიჭიერ მოსწავლეებს პოტენციალის გამოსავლენად სჭირდებათ სწორი გარემო და ხელმისაწვდომობა, სწორედ ასეთი გარემო შექმნა ჩვენმა პროექტმა ახალგაზრდებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან,“ –ამბობს გიორგი ლექვინაძე, STEM სკოლის მასწავლებელი.
პროექტის შედეგები აჩვენებს, თუ როგორ იცვლება მოსწავლეთა დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ბევრი მათგანი თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენს, რომ რთული ტექნოლოგიური პროექტების შექმნა შეუძლია.
„ჩვენთან მოდიან მოსწავლეები, რომლებსაც უყვართ ფიზიკა, მათემატიკა, თუმცა უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა, რა შეუძლია STEM განათლებას. პირველი მოდულის ბოლოს ყველას ვუსვამთ კითხვას, წარმოგედგინა, რომ ასეთ რამეს გააკეთებდი? ყოველთვის გვპასუხობენ, რომ წარმოუდგენელი ეგონათ. მეორე მოდულის შემდეგ კიდევ უფრო გაოგნებულები რჩებიან საკუთარი შესაძლებლობებით – ამბობს გიორგი ჯიქიძე, ელექტრო ინჟინერი, STEM სკოლის მასწავლებელი.
საბოლოო ჯამში, STEM სკოლა არის ინვესტიცია მომავალში, რომელიც ახალგაზრდებს არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლებად, არამედ მათ შემქმნელებად აქცევს.
„სტუდენტებს სჭირდებათ ორი რამ: მოწადინება და ახლის სწავლის სურვილი. ინტერესს და ინჟინერიის სიყვარულს ჩვენ გავუღვივებთ,“ – განმარტავს ელგუჯა აბულაძე, ელექტრო ინჟინერი, STEM სკოლის მასწავლებელი.
თუ ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული, ნახე 5 მიზეზი რატომ უნდა ისწავლო STEM სკოლაში. იმისთვია კი რომ არ გამოგრჩეს შენთვის საინტერესო პროექტები და შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს ბანკი გთავაზობს, გადადი ბლოგზე და გაეცანი 2026 წელს დაგეგმილ ყველა პროექტს. გაეცანი ყველა დეტალს STEM სკოლაზე და გაიგე ყველაფერი რაც გჭირდება რეგისტრაციიდან დაფინანსებამდე და დარეგისტრირდი STEM სკოლაში.
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
თურქეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვები შეაჩერა შავ ზღვაში უკრაინის მიერ გემებზე თავდასხმის შემდეგ
ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)