13:43 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-15 12:28:20, 242 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა ჩერქეზიშვილი - თბილისის 284 სკოლიდან სასწავლო წელს საკუთარ შენობაში ვერ იწყებს 38 საჯარო სკოლა, 20 000 მოსწავლე

დღეს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას აქვს მმართველობითი კრიზისი და ეს მმართველობითი კრიზისი ყველაზე მძაფრად ჩანს სწორედ განათლების სისტემაში,-ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, უნდა დადგეს განათლების მინისტრისა და იმ მაღალჩინოსნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც „განათლების სისტემა კოლაფსამდე მიიყვანეს“.

„თბილისის 284 სკოლიდან სასწავლო წელს საკუთარ შენობაში ვერ იწყებს 38 საჯარო სკოლა. მთლიანობაში, საუბარია 20 000 მოსწავლეზე. ბუნებრივია, როცა მოსწავლეები ვერ ახერხებენ საცხოვრებელ სახლთან ახლოს სკოლებში მისვლას, სახელმწიფო ახორციელებს ამ მოსწავლეების ტრანსპორტირებას, რისთვისაც 2026 წელს უკვე გამოცხადებულია 4 მილიონ 800 000 ლარის ტენდერები. მთლიანობაში კი, ბოლო წლების განმავლობაში ტრანსპორტირებაზე დახარჯული თანხა გადასცდა 50 მილიონ ლარს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მილიონობით ლარით რამდენი სიკეთე შეიძლებოდა მოეტანათ ამ ბავშვებისთვის, რომლებსაც წაართვეს დრო, წაართვეს შესაძლებლობები და, რაც ყველაზე მთავარია, ის უძვირფასესი წლები, რომელსაც უკან ვერ დაიბრუნებენ. ჩვენ ახლა ვდგავართ ერთ-ერთ ასეთ სკოლასთან. ეს არის მე-14 საჯარო სკოლა ნაძალადევის რაიონში, სადაც უკვე მე-5 წელია, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ამ სკოლის მოსწავლეები დაჰყავთ კილომეტრების მოშორებით, სადაც ისინი სწავლობენ მეორე ცვლაში შეზღუდული საგაკვეთილო დროით. 5 წლის განმავლობაში ეს მოსწავლეები ვერ დადიან სპორტზე, ვერ დადიან საგანმანათლებლო წრეებზე, ვერ დადიან უცხო ენებზე, მუსიკაზე და ამ შესაძლებლობებს კარგავენ. დღეს მე-14 საჯარო სკოლის ტენდერიც არ არის გამოცხადებული, ანუ მინიმუმ კიდევ 4-5 წელი ამ ტერიტორიაზე არ იქნება სკოლა. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, ასეთი 38 სკოლაა თბილისში და მათ შორის ნაძალადევში ასეთი სკოლებია მე-4, მე-10 მე-11, 113-ე საჯარო სკოლები. მე-13 და მე-15 საჯარო სკოლების შენობებში შესახლებულები არიან დევნილები და ამ სკოლებსაც დაკარგული აქვთ საგანმანათლებლო ფუნქცია. როგორ უნდა ახერხებდეს განათლების მინისტრი, განათლების სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები იმას, როცა ეს ბავშვები წლიდან წლამდე წვალობენ, რომ საკუთარ კეთილმოწყობილ კაბინეტებში ქმნიდნენ მუშაობის იმიტაციას?! მათაც ზუსტად ასე, ამ მოსწავლეებივით უნდა იარონ სამარშრუტო ტაქსებით, უნდა იყვნენ შეხიზნულები სხვა შენობებში, რათა საკუთარ თავზე იწვნიონ ყველა ის ძნელბედობა, რაც ამ ბავშვებს დამართეს. დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აქვს მმართველობითი კრიზისი და ეს მმართველობითი კრიზისი ყველაზე მძაფრად ჩანს სწორედ განათლების სისტემაში. ამიტომ, უნდა დადგეს მინისტრიდან დაწყებული განათლების სამინისტროს ყველა მაღალჩინოსნით დამთავრებული იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც განათლების სისტემა კოლაფსამდე მიიყვანეს!“,-განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics