01:02 - 12 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-11 20:18:50, 269 ნახვა

პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის- რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული, ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს

გიორგი ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით "კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობაა".

კოალიციის აღნიშნავს, რომ "კლანებს შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს".

"კოალიცია ცვლილებისთვის" მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ გიორგი ბარამიძეს და მის ოჯახს.

სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს "პიარს შეწირულს" უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია, არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა.

ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით, კლანებს შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ვაცხადებთ, რომ რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს და ჩვენი ხალხისთვის არ მოვიპოვებთ თავისუფალი არჩევანის უფლებას," - წერია განცხადებაში. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩერგოლეიშვილი - სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ
ფავლენიშვილი - ბარამიძის დაკავება იმ ადამიანების მიერ, რომელთა განცხადებებსაც ოკუპანტები იყენებენ, - აბსოლუტურად მიუღებელია და აუტანელია
წითლიძე -ოცნებას სურს რუსეთისადმი ერთგულების დემონსტრირება, სადაც ბარამიძე რამდენიმე თვის წინ დაუსწრებლად გაასამართლეს
ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics