|
2026-09-11 19:34:13, 281 ნახვა
დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ბარამიძე
თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მაღალჩინოსანი, გიორგი ბარამიძე. იგი „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააპატიმრეს: „არ გრცხვენიათ“? - მიმართა მან სამართალდამცავებს დაკავებისას. პროკურატურამ გიორგი ბარამიძის მიერ გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო „სამშობლოს ღალატის“ მუხლით. „ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის“, - ამბობს გიორგი ბარამიძე მისი მეუღლის ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში, სამართალდამცავების გარემოცვაში. „არ გრცხვენიათ თქვენ, მაგას რომ მეუბნებით“? - მიმართა მან პროკურატურის წარმომადგენლებს. „არა“, - უპასუხა ერთ-ერთმა. „ჩვენ ვიძიებთ საქმეს“. რამდენიმე წუთში პოლიტიკოსს ხელბორკილები დაადეს, - იმის მიუხედავად, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, - და სახლიდან წაიყვანეს. პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობაში" „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს. მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“.
ჩერგოლეიშვილი - სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ
ფავლენიშვილი - ბარამიძის დაკავება იმ ადამიანების მიერ, რომელთა განცხადებებსაც ოკუპანტები იყენებენ, - აბსოლუტურად მიუღებელია და აუტანელია
წითლიძე -ოცნებას სურს რუსეთისადმი ერთგულების დემონსტრირება, სადაც ბარამიძე რამდენიმე თვის წინ დაუსწრებლად გაასამართლეს
ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)