13:57 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-07 12:13:50, 219 ნახვა

საზოგადოება
BOG-ის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ

საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-თან პარტნიორობის ფარგლებში, ნიუ-იორკში დაგეგმილ eZo Festival-ის ბილეთებზე მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზება მოუმზადა.

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს eZo Festival-ის ბილეთების შეძენისას 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზება 10 სექტემბრამდე მოქმედებს.

ინფორმაციისთვის, 17-18 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის The 1896 Studios & Stages-ში eZo Festival Showcase გაიმართება. ქართული ელექტრონული მუსიკისა და არტის ფესტივალი ნიუ-იორკში პირველად ჩატარდება და ადგილობრივ აუდიტორიას eZo-სთვის დამახასიათებელ მუსიკალურ და შემოქმედებით გამოცდილებას გააცნობს.

eZo Festival საქართველოში წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. გერმანული ტურის შემდეგ, ფესტივალი პირველად ესტუმრება ნიუ-იორკს და ორი დღის განმავლობაში მუსიკისა და DIY ხელოვნების მოყვარულებს გააერთიანებს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კახა კალაძე - დიფ სთეითი ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
7 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობის ხელშეკრულება დაიდო - პროექტი 287 654 321 ლარი დაჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics