16:50 - 05 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-05 15:28:14, 227 ნახვა

საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის სოფლების გზები დააზიანა

ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სოფელ ხიდარში სტიქიის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას.

"სტიქიის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩამოიტანა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება გართულდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი დილიდან მუდმივ კომუნიკაციაშია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და აკონტროლებს სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას.

მერის დავალებით, სოფელ ხიდარში გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობს მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს პეტრე შარიქაძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.

მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალური ტექნიკა სოფელ ხიდარში მუშაობს. ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია.

ხიდარში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას, სადაც უხვი ნალექის შედეგად ასევე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

მუნიციპალური სამსახურები და შესაბამისი ტექნიკა სრულ მობილიზებაში რჩება. სამუშაოები გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა
ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის სოფლების გზები დააზიანა
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შესაძლოა რუსული მარცვლეულის ტრანზიტი თავიანთ პორტებში შეაჩერონ
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics