|
2016-04-07 17:07:36, 428 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალგიდრას ბუტკევიჩუსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მან უაღრესად დადებითად შეაფასა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ალგიდრას ბუტკევიჩუსმა ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში აჩვენა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი ახლო მომავალში დასრულდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებით. უწყების ინფორმაციით, ლიტვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ლიტვა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს დაეთმო. დადებითად შეფასდა ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ურთიერთობაში მიღწეული პროგრესი, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდაში, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაში გამოიხატა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ბიზნეს სექტორში თანამშრომლობის განვითარების მზარდი პოტენციალი და საჭიროა ორმხრივი მუშაობა ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ლიტვური მხარის ინიციატივების გამო, რაც საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს, უმაღლეს განათლებას დაეუფლონ ლიტვაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეგობარ სახელმწიფოს იმ თანადგომისთვის, რასაც ლიტვა იჩენს საქართველოს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. თავის მხრივ, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული მთელი რიგი რეფორმები და აღნიშნა, რომ ქვეყანამ აჩვენა დემოკრატიის მაგალითი, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესში. საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. ლიტვამ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)