|
2026-08-31 15:50:01, 237 ნახვა
საზოგადოება
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი კლინიკაშია მოთავსებული
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი ვალერია კირლიუკი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. დაკავებული ქალი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. დაკავებული კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. 29 აგვისტოს პოლიციამ ვალერია კირლიუკი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაურ ბუავასთან, მის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, 23 აგვისტოს, გვიან ღამით სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”. გამოძიება აცხადებს, რომ მათ ნარკოტიკი ერთად მოიხმარეს, თუმცა ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ, დაურ ბუავა ამბობდა, რომ „მისთვის არ იყო საკმარისი მიღებული ნარკოტიკული საშუალება და კიდევ უნდოდა მოხმარება“. პროკურატურის ცნობით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად ბრალდებული ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
ავალიანის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულებები გიორგი მალანიას წინააღმდეგ, რომლითაც დადასტურდება, რომ ის ნამდვილად დამნაშავეა
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი კლინიკაშია მოთავსებული
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)