16:55 - 28 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-28 15:26:43, 270 ნახვა

საზოგადოება
შიო III: ხშირად იმ ქვეყნად მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით

ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. 

ეს დღე, მიძინება ღვთისმშობლისა, რაზე გვაფიქრებს ჩვენ? - ჩვენს გარდაცვალებაზეც, რომელიც ყოველი ჩვენგანს მოელის. უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? - ეს არის რაღაც საშინელი მოვლენა, შეიძლება ითქვას, უაზროც, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერიდებით - ხოლმე.

რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ ცუდად ვაცნობიერებთ თუ რა არის გარდაცვალება და სიკვდილი. თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს და ამით სათავე დაედო ცხოვრებას, განსაცდელებში, შრომაში. მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ, ისე გააკეთა, რომ თუ ჩვენ მოგვინდება, თუ ადამიანს მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად.

მართლაც დღეს სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა მისი დარჩენილი. თუმცა მისი სახელიც კი ლიტონი გახდა, იმიტომ, რომ ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას.

უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ "ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლადო“. გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. წმინდა მამები ამბობენ, რომ "ეს არის ადამიანის მესამე დაბადება მარადიულ ცხოვრებაში“. ადამიანი ხორციელად იბადება, ასევე, იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე, გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის. აი, "მესამე დაბადებისთვის“, ჩვენ, სამწუხაროდ, ცუდად ვემზადებით ან საერთოდ არ ვემზადებით.

"მესამე დაბადების“ გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება.

დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე, დავფიქრდეთ ჩვენს ამ „მესამე დაბადების“ თაობაზე. იმ დიდებულ წუთებზე და როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედა ღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებსა და წამებში. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, დღეს პირველი ღვთისმშობლობაა მის გარეშე, ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, რა თქმა უნდა, გვენატრება მისი ლოცვა, მსახურება, მისი სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.“, - აღნიშნა პატრიარქმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მობილიზაციის შიშის გამო, ერთ კვირაში 100 000-ზე მეტი რუსი გაემგზავრა საქართველოში.
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი მოკლეს
ჰააკონ VIII ნორვეგიის მეფე გახდა
კულანინი რუსეთში გაძევების შემთხვევაში, შესაძლოა წამების მსხვერპლი გახდეს - უფლებები საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics