19:47 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-27 19:26:45, 216 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ თვითონ "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს

"არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით პროვინციელმა დიქტატორმა დაადასტურა,  რომ თვითონ ივანიშვილი პირადად "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს" - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მამუკა მდინარაძემ ჩააგდო "ღარიბაშვილის მიჭირხვნის ოპერაცია" და სწორედ მან ვერ ამოიღო ფული ღარიბაშვილ-ლილუაშვილისგან. 

უფრო მეტიც, სააკაშვილის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძემ ივანიშვილმა ფულის უნებართვოდ აღებაში გამოიჭირა.

არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით პროვინციელმა დიქტატორმა დაადასტურა,  რომ თვითონ ივანიშვილი პირადად "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს.
მდინარაძემ არა მხოლოდ ღარიბაშვილის მიჭირხვნის ოპერაცია ჩააგდო, არამედ ჩააფლავა ჭორვილელის მთავარი დავალება, რომლის გამოც დანიშნეს დიქტატორის სუსის უფროსად. ვერ ამოიღო ფული ღარიბაშვილ-ლილუაშვილისგან, რომელთაც ობშიაკის ფული მოტეხეს. არა მხოლოდ არ ამოიღო, არამედ პატრონმა ფულის, მის უნებართვოდ აღებაში გამოიჭირა.
სასაცილოა ტერმინი "პოლიტიკიდან წავიდა". ეს სუბიექტები არ არიან პოლიტიკაში, ივანიშვილმა პოლიტიკა გააქრო. დემოკრატიის გაქრობის პარალელურად, ჩვენ ვაკვირდებით სისხლიანი ბანდის დიდ მაფიოზურ გარჩევებს, რომლებსაც პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს.
საერთოდ ივანიშვილმა ყველაფერი ჩაანაცვლა ერთი მთლიანი "სასამართლო პროცესებით", მკვლელობა-თვითმკვლელობის ამბებით და თავისი მაფიის შიდა ომით.
ერთი რამე კი მიკვირს, ხალხი ყავაზე ისე მკითხაობს, მოხსნის თუ არა ივანიშვილი კობახიძეს და ავიწყდება რომ ივანიშვილი თვითონ გასაგდებია და ამაზე უნდა იფიქრონ.
ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ მაფიის მმართველობა შიგნიდან იშლება და დასასრულს სწრაფად უახლოვდება", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა
სააკაშვილი: არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ თვითონ "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს
საგარეო უწყება – ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics