22:57 - 22 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-22 15:14:29, 306 ნახვა

საზოგადოება
ჯონსი ოცნებისთვის მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან - პროფესორები ჰარვარდში ქართველოლოგიის დახურვაზე

ქართველოლოგიის პროგრამის შეჩერებას ეხმაურებენიან ქართულ პროფესიულ წრეებში. ნათია ჭანკვეტაძე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართულ პროგრამას ჰარვარდში. ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამის ხელძღვანელი, სტივენ ჯონსი "ოცნებისთვის" მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან.

ჰარვარდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელ პროგრამას ორი წელი ვუხელმძღვანელე და ამ საქმეზე უფრო მნიშვნელოვანსა და საამაყოს ცოტას თუ გავაკეთებდი და გავაკეთებ. პროგრამის დახურვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა და სამწუხაროდ, არა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ამ მოკლე წერილში, ბევრ დეტალს ვერ მოვიცავ, პროგრამის საქმიანობის, მისი შედეგებისა და განათლების სამინისტროსთან ბოლო ერთ წლიანი კომუნიკაციის შესახებ. ისევე როგორც, პროექტის შემაჯამებელი 45-გვერდიანი ანგარიშისა და პროგრამის დასაფინანსებლად სახელმწიფო გრანტის გაგრძელებაზე გაგზავნილი წინადადების თაობაზე. თუმცა, ამაზე სასაუბრო პლატფორმაც არსებობს. ვიტყვი, რომ საქართველოს შესწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მინიმუმ ერთი წელი, პროგრამის დახურვის პირობებშიც გრძელდება და მეტიც, ახალი პროექტიც იგეგმება. ახალ ინსტიტუციურ სახლთან ერთად, ისევ ჰარვარდში. მედია საშუალებებს დაზუსტებული ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ, როგორც წინა პროგრამის, ასევე ახალი პროექტის შესახებ. ასევე, იმ მხარდაჭერის საჭიროების შესახებ, რაც ამ საქმის ხანგრძლივად შენარჩუნებას სჭირდება”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჭანკვეტაძემ.

თსუ-ს პროფეროსი, ცირა ბარამიძე ამბობს, რომ ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამის ხელძღვანელი, სტივენ ჯონსი "ოცნებისთვის" მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან. პროფესორი ფიქრობს, რომ სწორედ ამას უკავშირდება პროგრამის შეჩერებაც. 

მთლიანად კურსი აღებულია იზოლაციისკენ დასავლური განათლების სისტემიდან და ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჩახსნისაკენ. ამის შესახებ არაერთგზის ვამბობდითვ და ეს ამის ლოგიკური გაგრძელება გახლავთ. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, სულ რაღაც 5 წელია ფუნქციონირებს. პასუხი, რომ ანგარიში არ იყო წარმოდგენილი, სრულიად არადამაჯერებელია. საუბარია ფინანსურ დანაზოგზე - ე.ი. ფინანსურადაც მხარს არ დაუჭერენ. ეს არის იმდენად მიზერული თანხა საქართველოს სახელმწიფოსთვის, ხოლო უკუგება ამ პროგრამისა იყო ძალიან დიდი. ღარიბაშვილის დროს დაარსდა ეს პროგრამა, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. 

სტივენ ჯონსი არ აფილირდება დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგიულ კურსთან და ის გამოვიდა და ფაქტობრივად მხარი დაუჭირა ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და შემდგომ პროცესებს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სტივენ ჯონსი არ არის მათთვის მისაღები. ეს არის მოკლე შინაარსი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან შეზღუდული პერსპექტივა ახალგაზრდებისთვის, რომ აქ განვითარებინათ თავიანთი ინტერესები", - აცხადებს პროფესორი ცირა ბარამიძე. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიამ უკრაინული რაკეტების შესყიდვის განხილვა დაიწყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა იეისკში ნავთობტერმინალზე დარტყმის შესახებ განაცხადა
უკრაინამ სამარის რეგიონში ოზონის საწყობები და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნები დაბომბა
ჯონსი ოცნებისთვის მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან - პროფესორები ჰარვარდში ქართველოლოგიის დახურვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics