|
2015-02-19 14:49:57, 883 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის სსდ ცენტრის თანამშრომლებს სპეც-სამოსი გადაეცათ
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალს ახალი სპეც-სამოსი გადაეცა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. ახალი უნიფორმები სსდ ცენტრის ბრენდის ფერებშია გადაწყვეტილი. სასწრაფო დახმარების პერსონალის ზამთრის ფორმის კომპლექტაცია სვიტერის, ქურთუკის და შარვლისგან შედგება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი რაიონულ ცენტრებში არსებულ მდგომარეობას დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან და ქობულეთის გამგებელ სულხან ევგენიძესთან ერთად გაეცნო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ტექნიკურად უკვე აღიჭურვა. პირველ ეტაპზე მას ახალი ავტომობილები გადაეცა. 3 საშუალო და 1 მაღალი გამავლობის მანქანით ცენტრის პრესონალი რაიონის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფა მიზნად ისახავს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)