|
2026-09-22 16:48:40, 3393 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
თიბისი ტექსკოლა მთელი საქართველოდან, 9-12 კლასის მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ, ონლაინ ფორმატში შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები, პრაქტიკაში გამოცადონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინონ ის მიმართულებები, რომლებიც მათ მომავალ კარიერას განსაზღვრავს. თიბისი ტექსკოლა ახალ ეტაპზე გადადის, შემოდგომის სემესტრს სრულად ახალი მიდგომით იწყებს და სწავლების ყველა მიმართულებაში AI First პრინციპს ნერგავს. თუ ტრადიციული სწავლება ხშირად თეორიიდან და ცალკეული ტექნიკური ელემენტებიდან იწყება, ტექსკოლაში პროცესი საბოლოო შედეგის წარმოდგენით იწყება. მოსწავლეები პირველივე ეტაპიდან რეალურ პროექტებზე მუშაობენ და ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ არა უბრალოდ საძიებო ინსტრუმენტად, არამედ ასისტენტად და პარტნიორად - იდეების განვითარებაში, პრობლემების გადაჭრასა და პროექტის შექმნაში. შემოდგომის სემესტრზე ტექსკოლა ორ ეტაპად აცხადებს უფროსკლასელების მიღებას და ჯამში 5 კურსს სთავაზობს მსურველებს. 3 პროგრამაზე მიღება დაიწყო და რეგისტრაცია 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება:
5 ოქტომბრიდან კი რეგისტრაცია გაიხსნება შემდეგ კურსებზე:
პროგრამებს უძღვებიან შესაბამისი სფეროების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ტექნოლოგიები უშუალოდ ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალებისგან ისწავლონ. მათი მხარდაჭერით უფროსკლასელები არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს ეუფლებიან, არამედ ავითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტზე მუშაობისა და იდეის რეალურ პროდუქტად გარდაქმნის უნარებს. თიბისი ტექსკოლის განათლების პროგრამები ხორციელდება "ჯეოლაბთან" პარტნიორობით. თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია ქმნის შესაძლებლობას, რომ უფროსკლასელებმა ტექნოლოგიური განათლება მიიღონ მთელი საქართველოდან, უფასოდ და ონლაინ. ამ დროის განმავლობაში ტექსკოლის 7 ნაკადს 4 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)