01:01 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 22:30:20, 346 ნახვა

პოლიტიკა
თოფაძე: დეპუტატობის კანდიდატი ხალხს ჰპირდება ბევრს, მაგრამ, პარლამენტში რომ მოხვდება, მათ ივიწყებს

"დეპუტატობის კანდიდატი ხალხს ჰპირდება ბევრს, მაგრამ, პარლამენტში რომ მოხვდება, მათ ივიწყებს" - ამის შესახებ "მრეწველების" ლიდერმა, გოგი თოფაძემ "საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში განაცხადა. 

თოფაძის თქმით, ისინი შეიმუშავებენ კანონს, რომლის მიხედვითაც დეპუტატი, რომელიც არაფერს აკეთებს და არის "უღირსი", ამომრჩეველი შეძლებს მის [დეპუტატის] პარლამენტიდან გამოწვევას. 

"ამომრჩეველი ხშირად იჩაგრება. დეპუტატობის კანდიდატი ჰპირდება ბევრს, მაგრამ, პარლამენტში რომ მოხვდება, ამომრჩეველს ივიწყებს. ამომრჩეველს კი არანაირი ბერკეტი არ აქვს, დეპუტატი აიძულოს, დაპირებები შეასრულოს, ამიტომ ვფიქრობთ, შევიმუშაოთ კანონი, რომლის ძალით ამომრჩევლები შეძლებენ, გამოიწვიონ პარლამენტიდან უღირსი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც არაფერს აკეთებს, მაგრამ დიდ ჯამაგირს იღებს." - განაცხადა თოფაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics