|
2026-08-10 15:32:26, 1771 ნახვა
საზოგადოება
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კვლავ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში 7,235 ადამიანს შეუწყდა საარსებო შემწეობის გადახდა. 2026 წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 584,137 იყო, ხოლო ივლისში ეს მაჩვენებელი 576,902-მდე შემცირდა. წლიური დინამიკის თვალსაზრისით, ამ პერიოდში შემწეობის მიღება 130,915 ადამიანმა შეწყვიტა. შედარებისთვის, 2025 წლის ივლისში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 707,817 სოციალურად დაუცველი მოქალაქე იღებდა. მიმდინარე წლის ყოველთვიური მონაცემების გათვალისწინებით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად შემცირდა. სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით: იანვარი - 710,226 ადამიანი; წელს ხელისუფლებამ სიღარიბის შემწეობის მიმღები ოჯახების გადახედვისა და კრიტერიუმების შეცვლის შესახებ გამოაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მაშინ განაცხადა, მიზეზი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ მონაცემთა ბაზაში მხოლოდ ის პირები შესულიყვნენ, რომლებსაც ნამდვილად ჰქონდათ სახელმწიფო ფინანსური დახმარების მიღების უფლება. მოგვიანებით მთავრობამ შეცვალა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, სისტემა ახლა მკაცრ ფინანსურ ზღვარს მოიცავს, რაც ავტომატურად კრძალავს მაღალი შემოსავლის მქონე პირების დახმარებას.
PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



