|
2016-04-06 16:18:15, 1274 ნახვა
კომენტარი
გედევან ფოფხაძე: არ შეიძლება ქვეყანამ წინასაარჩევნო რეჟიმში უსასრულოდ იცხოვროს
„კანონიდან გამომდინარე, შეზღუდვები უნდა იყოს, როდესაც წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ, მაგრამ წინასაარჩევნო რეჟიმში არ შეიძლება ქვეყანამ უსასრულოდ და ძალიან ხანგრძლივი დორის მანძილზე იცხოვროს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „ის ვადა, როდესაც ჩვენ გვეცოდინება, რომ არის განკუთვნილი წინასაარჩევნო რეჟიმისთვის, სწორედ იმ ვადით უნდა ვიყოთ ჩვენ შეზღუდულები, ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით, სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩავაგდებთ ადმინისტრაციებს იმ მდგომარეობაში, რომ მიმდინარე პრობლემებს ვერ გადაწყვეტენ”,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)