|
2026-07-22 17:10:18, 817 ნახვა
საზოგადოება
4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე 4 მედალი მოიპოვა. ნაკრების ყველა წევრი საქართველოში მედლით დაბრუნდა. გიორგი მაისურაძემ (კომაროვის სკოლა) ოქროს მედალი მოიპოვა. მათე რეხვიაშვილმა (კომაროვის სკოლა) და ნიკა ყიფშიძემ (136-ე საჯარო სკოლა) ვერცხლის, ხოლო ანტონ ინგოროყვამ (კომაროვის სკოლა) ბრინჯაოს მედლები მიიღეს. ეროვნულ ნაკრები საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის მიერ კომპლექტდება. მისი ხელმძღვანელები შოთა ელყანიშვილი და ნიკა მიქაბერიძე არიან. ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაში ევროპის 25 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ კი, გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა. ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ GAIA-ს AI ლიგის გამარჯვებულები. AI ლიგა ასოციაციის საოლიმპიადო AI კურსის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თავის ცოდნას პრაქტიკულ, ოლიმპიადის ფორმატის ამოცანებზე რეგულარულად გამოცდიან. ეროვნულ ნაკრებს წინ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა ელის, რომელსაც წელს ასტანა უმასპინძლებს. საქართველო კი, უკვე ორი გუნდით და 8 მონაწილით ეცდება მეტი და უფრო მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას. ეროვნული ოლიმპიადა, AI ლიგა და საოლიმპიადო კურსი GAIA-ს პროექტებია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება. ეროვნული ოლიმპიადა ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილიცაა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ბაზაზეა შექმნილი. განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. საქართველოს ნაკრების მონაწილეობა IOAI 2026-ში, ამ მიზნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)