23:57 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 11:20:45, 1341 ნახვა

მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო

უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

როგორც სავჩენკოს ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულმა შიმშილობა დღეს დაიწყო. სავჩენკომ შიმშილობის გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, რაც თავის დას გაესაუბრა.

სავჩენკოს გადაწყვეტილებით, ის სააპელაციო სარჩელს სასამართლოში არ შეიტანს.

ცნობისთვის, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics