|
2026-07-21 16:36:02, 1442 ნახვა
საზოგადოება
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ირანთან დაკავშირებულმა იემენის ჰუსიტურმა დაჯგუფებამ ორშაბათს საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის დაწყების შესახებ განაცხადა. საპასუხოდ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამეფო „ყველა აუცილებელ ზომას“ მიიღებს საკუთარი სავაჭრო გემების დასაცავად, განსაკუთრებით იმ ხომალდებისთვის, რომლებიც ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გადაადგილდებიან. აღნიშნული სრუტე საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად ჩაიკეტა. ჰუსიტების განცხადებით, გადაწყვეტილება იემენზე საუდის არაბეთის მიერ დაწესებული „უსამართლო და მჩაგვრელი ალყის“ საპასუხოდ მიიღეს. „ვაცხადებთ საზღვაო ემბარგოს კრიმინალური საუდელი მტრის წინააღმდეგ, „თვალი თვალის წილ“ პრინციპით,“ – ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში. იემენი უკვე ათ წელზე მეტია სამოქალაქო ომშია ჩართული. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰუსიტებმა დედაქალაქი სანა დაიკავეს. 2015 წელს კი, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით სამხედრო კოალიციამ ქვეყანაში ინტერვენცია დაიწყო. ჰუსიტების მუქარა იმ დროს გავრცელდა, როდესაც თეირანი და ვაშინგტონი დიპლომატიური კონტაქტების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ შუამავლებისგან რამდენიმე შეთავაზება მიიღო, თუმცა მათი შინაარსი არ გაუმჟღავნებია. Reuters-ის ინფორმაციით, კონფლიქტის განმავლობაში ირანი ჰუსიტებზე ზეწოლას ახდენდა, რათა აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, მათ ბაბ-ელ-მანდების სრუტე ჩაეკეტათ. Reuters-თან საუბარში ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ თეირანმა შუამავლების მეშვეობით 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღო, რომლის მიზანიც დროებითი შეთანხმების შენარჩუნებაა. თუმცა, არც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც სააგენტოს წყაროს მოლაპარაკებების დეტალები არ დაუსახელებია. ამასთან, პაკისტანის მთავრობის ორმა დამოუკიდებელმა წყარომ Reuters-ს აცნობა, რომ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ესკანდარ მომენიმ, ისლამაბადს კონფლიქტში შუამავლის როლის კვლავ შესრულება სთხოვა. მათი ინფორმაციით, მოლაპარაკებების გასამართად მომენი მოგვიანებით პაკისტანის დედაქალაქშიც ჩავიდა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)