|
2026-07-20 21:17:39, 538 ნახვა
ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ინფორმაციით, ახალი Toyota RAV4-ის მიმართ ინტერესი ოფიციალურ პრეზენტაციამდე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. შეკვეთების მიღება ავტომობილის წარდგენისთანავე დაიწყო და მსურველთათვის ისევ გრძელდება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ოფიციალურ წარდგენამდე მომხმარებელთა მაღალი ინტერესი Toyota-ს ბრენდისა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მიმართ არსებული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ღონისძიების მიზანი სტუმრებისთვის განსხვავებული გამოცდილების შექმნა იყო - ავტომობილის ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ბრენდის ღირებულებების ხელოვნების ენით წარმოჩენა. პრეზენტაციას დაესწრნენ კომპანიის პარტნიორები, კორპორაციული და საცალო მომხმარებლები, სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ „თიბისი დაზღვევა“, „ალდაგი“ და GPI.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „გვინდოდა, ახალი Toyota RAV4-ის პრემიერა ტრადიციული პრეზენტაციის ფორმატს გასცდენოდა და სტუმრებისთვის სრულიად განსხვავებული გამოცდილება შეგვეთავაზებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი სფერო ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ავტომობილი სპექტაკლ-წარმოდგენის ფორმატში წარგვედგინა. ვფიქრობთ, ეს კონცეფცია საუკეთესოდ გამოხატავს ახალი RAV4-ის მთავარ ღირებულებებს - ინოვაციას, ტექნოლოგიას, ემოციასა და მოძრაობის თავისუფლებას. ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები მომხმარებელთან ურთიერთობის ნაწილია. გვინდა, ადამიანებმა არა მხოლოდ ახალი ავტომობილი ნახონ, არამედ ის ღირებულებები და დამოკიდებულება იგრძნონ, რომელთანაც Toyota უკვე ათწლეულებია, ასოცირდება. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება აძლიერებს ნდობას ბრენდის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლის არჩევანი სწორ გადაწყვეტილებას ეფუძნება“.
ახალი თაობის Toyota RAV4 კიდევ უფრო გაუმჯობესებული კომფორტით, დახვეწილი დიზაინითა და ახალი თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიით გამოირჩევა. ავტომობილი როგორც მძღოლის, ისე მგზავრების უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. ახალი ჰიბრიდული სისტემა კი მას ერთდროულად მეტად მძლავრსა და ეკონომიურს ხდის, ხოლო განახლებული დიზაინი ელეგანტურობასა და დინამიკურ, სპორტულ ხასიათს შორის ბალანსს ქმნის.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ინფორმაციით, ახალი Toyota RAV4-ის მიმართ ინტერესი ოფიციალურ პრეზენტაციამდე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. შეკვეთების მიღება ავტომობილის წარდგენისთანავე დაიწყო და მსურველთათვის ისევ გრძელდება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ოფიციალურ წარდგენამდე მომხმარებელთა მაღალი ინტერესი Toyota-ს ბრენდისა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მიმართ არსებული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|






ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)