|
2026-07-13 17:27:53, 3254 ნახვა
ეკონომიკა
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
საქართველოს ბანკმა მცირე ბიზნესებისთვის ახალი ინიციატივა წამოიწყო, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოქმედ ბიზნესებს ერთ ჯაჭვში აერთიანებს და მათ ერთმანეთის მომხმარებლების გაზიარებისა და ახალი აუდიტორიის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. ინიციატივის მთავარი მიზანი მცირე ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მათი ცნობადობის ზრდა და გაყიდვების ხელშეწყობაა. ამავდროულად, მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ახალი ადგილები, საინტერესო ბრენდები და პარტნიორი ბიზნესებისგან სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლონ. პროექტის მექანიზმი მარტივია: კამპანიაში ჩართულ ობიექტებში მომხმარებელი შეხვდება ბანერს, რომელზეც წარმოდგენილია ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესის შესახებ ინფორმაცია, ფასდაკლების ვაუჩერთან ერთად. ბიზნესების ნაწილი რომლებიც კამპანიაში ჩაერთევება უკვე ცნობილია, ესენია: Lunatic, Dodonut, Ganjina, City hikers, JPG, mob.burgers, Wine square, Maua.concept, Sio. დაელოდეთ და თვალი ადევნეთ კამპანიაში ჩართული ბიზნესების ვინაობას.
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



