13:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-13 12:06:16, 238 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე  „მზის ენერგიის სექტორის განვითარება: ბაზრის ტენდენციები და პრაქტიკული ინსტრუმენტები“. ღონისძიება მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგეტიკის სფეროში არსებული შესაძლებლობების, დაფინანსების ინსტრუმენტებისა და ბაზრის მიმდინარე ტენდენციების გაზიარებას.

შეხვედრაზე განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების გზები, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით არსებული ტენდენციები, კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები და ბიზნესის პრაქტიკული გამოცდილება.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მის მიერ დაფინანსებული საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების - Step Energy, Helios Energy, Envus, Shine Energy და Photomate - ხელმძღვანელები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები   პირველები გაეცნენ საქართველოს ბანკისა და RSMEDPის თანამშრომლობით შექმნილ ინსტრუმენტს, მზის პანელის სესხის კალკულატორს, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გამოთვალონ დაზოგილი თანხა მზის პანელების ინსტალაციის და საკუთარი განახლებადი ენერგიის წარმოების შემთხვევაში.

„საქართველოს ბანკისთვის მწვანე დაფინანსება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე, ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. სწორედ ამიტომ ერთ სივრცეში გავაერთიანეთ სექტორის ლიდერები, ანალიტიკოსები და საერთაშორისო პარტნიორები, რათა ბიზნესმა მიიღოს ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას როგორც სპეციალიზებული ფინანსური პროდუქტებით, ასევე საგანმანათლებლო და სადისკუსიო პლატფორმების შექმნით, რომლებიც საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics